|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პოლიციელის გოდერძი თევზაძის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლეების გადაწყვეტილებით, გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნეს და ძალაში დატოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ  პროკურატურის შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

საქალაქო სასამართლოში  თევზაძის ინტერესებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავდა, ამჯერად მის ინტერესებს სამი ადვოკატი - ივანე აფრიდონიძე, აკაკი ჯანელიძე და ნოდარ ნემსიწვერიძე იცავს.

საქმის პროკურორის დავით ცირეკიძის განცხადებით, სასამართლომ არ გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც გადაწყვეტილება უზენასეს სასამართლოში გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, სამტრედიელი დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს გაამართლა. სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა. სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების მძაფრი პროტესტი და აქციები მოყვა.

 

 

სახალხო დამცველი ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა