|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიკეას გზაზე უკონტროლო ავტორალი იმართება"

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე  უკონტროლო ავტორალის გამართვის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივები ავრცელებენ. მათი თქმით, ვითარება საფრთხისშემცველია, ამასთან მათ ხმაური და მტვერი აწუხებთ. 

"მას შემდეგ, რაც ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა, აქ გაჩერება შეუძლებელია. ყოველდღე ავტორალი იმართება. ტროტუარზე ბავშვებით გამოსვლის გვეშინია.  ამას წინათ, ისე მოქროდნენ მანქანები, ერთ-ერთ "მარშრუტკას" შეეჯახნენ.  რომ არავის გაეგო, უცებ გადამალეს ავტომობილები, თუმცა ვინ შეამოწმებდა, პატრული აქ მაინც არ დადის.  ასე უყურადღებოდ არის ქუჩა მიტოვებული, ვითხოვთ, გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა იმოძრაოს, მოგვხედონ, ვიდრე უბედურება მომხდარა"-განაცხადა ადგილობრივმა მარი კუხიანიძემ.

მისივე თქმით, შეჯიბრებები, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე ავტომობილის მძღოლებს უქმნის პრობლემას.

შშს ინფორმაციით,  აღნიშნულ გზაზე 24 საათიან რეჟიმში მომდინაროებს როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის კონტროლი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი