|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყოველთვის ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული" - სულხან გოგოლაშვილი

ქალაქში, სადაც არ ტარდება ფოტოკონკურსები, ფოტოგამოფენები, არ უწერია განვითარება - აცხადებს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორი და მსახიობი სულხან გოგოლაშვილი და თანაქალაქელებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენაზე ეპატიჟება.

სულხან გოგოლაშვილი თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად არ მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მოყვარულები საქმეს გულით აკეთებენ. 

 "მე ყოველთვის ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული, ბავშვობიდან... თითქოს ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება, მაგრამ ეს საქმე განსხვავებულ ხედვას მოითხოვს. ძალიან ვაფასებ ამ პროფესიას, რა ტექნოლოგიებიც უნდა შემოვიდეს, ფოტოგრაფიას ვერ წაშლის", -აცხადებს სულხან გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ეს მისი პირველი ფოტოგამოფენაა და მასზე მინიმუმ 8 წელი იმუშავა. ამჯერად ვარლას საგამოფენო დარბაზში მისი 80 ფოტონამუშევარი გამოიფინება. 

"რაც შეეხებას სათაურს - "გამბო", მე ჯაზის დიდი მოყვარული ვარ და ეს ჯაზის ტერმინია, იგივეა, რაც "ჯემ სეიშენი" ბლუზში. რადგანაც ჩემი პირველი ფოტოგამოფენა, ჩავთვალე, რომ დამთვალიერებელს  სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ჩემი ნამუშევრები უნდა ენახა, ასე გამოვიდა "გამბო"-, აღნიშნავს სულხან გოგოლაშვილი.

გამოფენა სახელწოდებით "გამბო" 16 ოქტომბერს გალერეაში "ვარლა" გაიმართება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა