|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველა სასიკეთო წამოწყებაში მიგულეთ რიგით ჭიათურელად" - პაატა ნადირაძე [R]

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ჭიათურელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კულტურის ცენტრის ეზოში გაიმართა, პაატა ნადიარაძემ აქცენტი ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხზე გააკეთა, რომლის მოგვარებაც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ყველა მათ ინიციატივას და იდეას მხარს დაუჭერს.

„თქვენ უნდა ჩაუყაროთ საძირკველი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას. თქვენ უნდა შექმნათ ჭიათურის ხვალინდელი დღე და ყველა სასიკეთო წამოწყებაში მიგულეთ თქვენს გვერდით, რიგით ჭიათურელად, თქვენს მეგობრად“, -აღნიშნა პაატა ნადირაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა