|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველას ვერ დაგვაშინებენ"- "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში "შერჩევით სამართალს" აპროტესტებენ

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია გამოეხმაურა. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გიგი უგულავას დაპატიმრება გააპროტესტეს. მათი თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრების დაჭერა, საარჩევნოდ ოპოზიციის და ხალხის დაშინების მცდელობაა.

ოპოზიცის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ვერ დააშინებენ, რადგან "რუსული ოცნება" დღეებს ითვლის.

ახალგაზრდებმა, ასევე ისაუბრეს შერჩევით სამართალზე და განაცხადეს, რომ მათი წევრი მიხეილ გეგეშიძე ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ პროტესტის გამოხატვის გამო, მერიამ 500 ლარით დააჯარიმა.

"ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, იჭერენ და ასამართლებენ ოპოზიციის წევრებს. ეს ხდება დაშინების მიზნით, მაგრამ ყველას ვერ დაგვაშინებენ. პროტესტი გაგრძელდება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გიგი უგულავას, მის დაჭერა არ არის გამიზნული მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ, ეს არის გაფრთხილება და მზადება იმისთვის, რასაც ოლიგარქი საარჩევნოდ გეგმავს. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება და ნუ წავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან "რუსული ოცნება" დღეებს ითვლის", - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ნინი თვალავაძემ.

მოძრაობის წევრები მხარდაჭერის ნიშნად "ევროპული საქართველოს" ოფისში მივიდნენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა