|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბოლო 2 წლის განმავლობაში მიგრანტთა დაბრუნება აქტიურად შეინიშნება"

ქუთაისში „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნის ცერემონიალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ქალბატონი ილიანა დერილოვა და ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე წარუძღვნენ. მათ ოფისის საქმიანობა შეკრებილ სტუმრებს გააცნეს. როგორც პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი, მიგრანტთა უმეტესი ნაწილი სწორედ იმერეთიდანაა.

ოფისის კოორდინატორის, ნუგზარ კოხრეიძის თქმით, ეს ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა პირობებმა განაპირობა. "იმერეთი ყველაზე დიდი კუთხეა. ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ალბათ, მეტად აწუხებს ხალხს. საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებლით იმერეთიდან წასულების რაოდენობა უფრო მეტია. იმერეთიდან და ქუთაისიდან წასული მიგრანტების რაოდენობა საბერძნეთზე მოდის. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაბრუნება აქტიურად შეინიშნება", - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელის ილიამა დერილოვას თქმით, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, სამთავრობათშორისო და არასამთავრობო პარტნიორობთან, რათა ხელი შეუწყოს მიგრაციული პროცესების მართვის მოწესრიგებას, გაუწიონ დახმარება მიგრანტებს მათი საჭიროების მიხედვით. 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა