|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტს "ყველი" ვეღარ დაერქმება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს  მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც  მზადდება  რძისგან, ასევე არ შეიძლება „კარაქი“ ეწოდოს მცენარეული ცხიმისაგან მომზადებულ პროდუქტს - აღნიშნული მოთხოვნები ძალაში 1 ივლისიდან  შედის.

 ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებს თანახმად, დაუშვებელია  რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“  გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხო  „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული  დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება  კარაქზე, რომელშიც რძის  ცხიმის შემცველობა  არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% - ს  შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს  მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რძისა და რძის პროდუქტების  მწარმოებლები და  დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენელი  ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა