|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ყოფილი მფლობელის კომპანიას ქუთაისის მერიის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა

ქუთაისის მერიასა და ქალაქი საფეხბურთო კლუბი "ტორპედოს" ყოფილი მფლობელის კომპანიას შორის სასამართლო დავა დასრულდა.

მერიის იურიდიული სამსახური უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ზაალ ჩაჩავას ოჯახის კუთვნილ კომპანიას შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსს“ მერიის სასარგებლოდ 211 500 ლარის გადახდა დაეკისრა.  მერია კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა. მისივე თქმით, საქმე უკვე სააღსრულებლო ბიუროს გადაეცემა.

თავის მხრივ, ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ დავის დაწყებას საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია გეგმავს. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით,  უკვე მზადაა სარჩელი, რომელსაც მოკლე ხანში სასამართლოში შეიტანენ. "ტორპედო" ზაალ ჩაჩავასაგან სასამართლოს გზით მილიონ 200 ათასი ლარის მიღებას შეეცდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე