|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ზაფხულის საღამოები“ ქალაქში დარჩენილთათვის

11 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისში „ზაფხულის საღამოები“ გაიმართება. პროექტი ქუთაისის მერიის მიერ არის ორგანიზებული და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს.

მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 2016 წლის 5 -9 სექტემბერს 21:00 საათზე რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 11, 16 და 21 აგვისტოს 19:00 სათზე  4 ქუთაისური ბენდის: ,,lost in music“; ,,museum“; ,,newface“, ,,13“ კონცერტი მოეწყობა.

23 აგვისტოს 18:00 საათზე ოპერის თეატრში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამოს ჩატარება.

 3 სექტემბერს  კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის და მომღერალ რატი დურგლიშვილის საღამო  მესხიშვილის  თეატრში გაიმართება.

 24 აგვისტოსა და 4 სექტემბერს მოეწყობა კინოჩვენებები.

ღონისძიებებისთვის მერიამ 14 455 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, წინადადებების მიღება 29 ივლისს დასრულდება.

ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველ წელს ზაფხული ცხელი დღეების გასალამაზებლად ტარდება.

 

                                                        

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა