|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაინტერესდა სააკაშვილის განცხადებით"-თეა წულუკიანი

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე დროში დაინტერესდა გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელმაც დაადასტურა უკვე ცალსახად და ცხადზეცხადად, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი იყო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება"-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რაჭაში ისაუბრა, სადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში რიგით 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა..

თეა  წულუკიანის თქმით, ხელისუფლება 20 ივნისს შეძლეს დესტაბილიზაციის არიდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათი წიაღიდან და ხელმძღვანელიდან წამოსული ეს განცხადება ადასტურებს ამ ფაქტს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უკვე ცალსახად დავინახეთ ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმ ღამეს შეძლეს დაცვა არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ უკანონო მოვლენებისგან ქვეყნის დაცვა და იმ დესტაბილიზაციისგან, რომელიც მოჰყვებოდა აუცილებლად მათ მიერ შემუშავებული გეგმის წარმატებით წარმართვას. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ როგორც ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობები და არ აქვს ფუფუნება, რომ მასავით ისაუბროს უპასუხისმგებლოდ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს სტაბილურობა და შევინარჩუნოთ ის უმთავრესი და საბაზისო ღირებულება, რის გარეშეც არ არსებობს განვითარება და ეს არის მშვიდობა. მშვიდობა არასდროს იყო სააკაშვილის ღირებულება, ადამიანი და ის უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება" ,  - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა:  "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა".  შსს-ს ინფორმაციით,  აღნიშნულ განცხადებას შეისწავლის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა