|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

ზაზა ლომინაძე: ჩემი საქმიანობის ყოველი დღე იქნება მიმართული იქეთ, რომ ქუთაისი იყოს ქალაქი, სადაც უმთავრესი იქნება განვითარება და წინსვლა

,,31 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. არჩევანი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, განსაზღვრავს იმას, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე- ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში,"-განაცხადა ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ.

მისი განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, როგორიც იყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი.

,,ჩემი, როგორც დეპუტატის, საქმიანობის ყოველი დღე იქნება მიმართული იქეთ, რომ ქუთაისი იყოს ქალაქი, სადაც უმთავრესი იქნება განვითარება და წინსვლა ევროპული ღირებულებებით და ამასთანავე, ქალაქი, სადაც პატივს სცემენ ტრადიციებს და მართლაც საამაყო ისტორიულ მემკვიდრეობას. კიდევ უფრო განმტკიცდება ქუთაისის, როგორც საგანმანათლებო და სამეცნიერო ცენტრის  სტატუსი. ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს და არცერთ იმ საკითხს, რომლებზეც ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ - ამის პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდთან ერთად! ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანია მივიდეთ საარჩევნო უბნებში, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული როგორც თქვენი ხმა, ასევე ქვენი ჯანმრთელობაც! მჯერა, საარჩევნო ყუთთან მისულები სწორ არჩევანს გააკეთებთ, ხმას მისცემთ ქუთაისის, საქართველოს განვითარებას, წინსვლას და ქვეყნის მართვას კვლავ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანდობთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა