|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: მედ-პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე კლინიკა „ლჯ და კომპანიაში" მყოფი პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.

,,კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ ვიმყოფებოდი. კლინიკა პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, ასობით ჩვენი მოქალაქე განიკურნა უკვე ჩვენს კლინიკაში. ამჟამად იქ მყოფი პაციენტების მდგომარეობას გავეცანი, მედ-პერსონალს შევხვდი და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, თვეების მანძილზე რომ ეწევიან ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის შესახებ და სამოქმედო გეგმებიც გავაანალიზეთ", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი