|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

ზაზა ლომინაძე: ხელისუფლებამ ზოგადი განათლების ხარისხის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

 ,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვანდობთ. აღზარდეთ და ზრდით თაობებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ საქმიანობაში. ისინი უნდა გახდნენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნის გარანტი,"-განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას.

შეხვედრას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანამანათლებლო სფეროში არსებულ სიახლეებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ეტაპზე დგას განათლების სისტემაში.

,,ჩვენმა ხელისუფლებამ ზოგადი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ წლების მანძილზე, ყოველწლიურად იზრდება პედაგოგთა ხელფასები, უპრეცენდენტო იყო გასულ წელს ჩვენი ასაკოვანი მასწავლებლებისთვის გადაცემული საჩუქარი - სოლიდურ ციფრებში გამოხატული თანხის სახით და მათი საპატიო გაცილება სასწავლო დაწესებულებებიდან. ასეულობით საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აშენდა ახალი სკოლები და ეს პროცესი გრძელდება. გაცილებით მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს ინოვაციური, შემოქმედებითი მიდგომების შემუშავება-დანერგვაში და შეგიქმნათ საუკეთესო სამუშაო პირობები”,  - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა