|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ზესტაფონელი მეხანძრე სამსახურიდან შს მინისტრის მოადგილემ და მაღალჩინოსნებმა გააცილეს

ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი, 60 წლის ვახტანგ ჩუბინიძე მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად ზესტაფონში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. მათ ვახტანგ ჩუბინიძე წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვიილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.

ვახტანგ ჩუბინიძე სახანძრო-სამაშველო სამსახურში 24 წელი მუშაობდა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.98%
არა - 46.41%
არ იცი - 8.61%
სულ - 418 ხმა