|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონი-ბაღდათის გზაზე 21 იანვრამდე სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს

საავტომობილო გზების დეპატრამენტის ინფორმაციით,  ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ 4 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან სოფ.სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა