|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

 ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლულთა რაოდენობა 14- მდე გაიზარდა.

სოფელ ილემის საბავშვო ბაღიდან ინტოკსიკაციით კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" 3-დან 5 წლამდე ხუთი ბავშვი, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.  ფეროშენადნობთა ქარხნის საავადმყოფო "ფერომედში" კი ინტოკსიკაციით ექვსი ბავშვია შეყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, ექვსივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 
რაც შეეხება "ჯეო ჰოსპიტალში" მოთავსებულ რვა პაციენტს, ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია კი საავადმყოფოში რჩებიან.

 
ისინი, სავარაუდოდ, ტორტით მოიწამლნენ. ზესტაფონის სოფელ ილემის ბაღში სულ 14 ადამიანი მოიწამლა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა