ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხე დაირგვება
ზესტაფონში “ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით, მეტალურგის დღის აღნიშვნა ორი დღეა მასშტაბური ღონისძიებებით მიმდინარეობს.
საზეიმო თარიღის ფარგლებში არაერთი ეკოლოგიური და გასართობი აქტივობა გაიმართა, ერთ-ერთი მათგანი "გაამწვანე მომავალია“, რომელიც ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს.
მეტალურგებს პროფესიული დღე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ყველაზე ხანდაზმულ ფეროელს პროფესიული დღე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა.
თანამედროვე ქართული მეტალურგია ჩვენი რეგიონის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ნიკოლაძის, სახელიდან იღებს სათავეს, რომელიც უკვე 86 წელია ვითარდება, ტექნოლოგიურად იხვეწება და გარემოსადმი სულ უფრო მეგობრული ხდება.
ავტორი: ნიუპრესი