|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე გაფიცულ მუშებს ხელფასების მომატებას დაპირდნენ

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, დღეს დილით მათ ჩინეთის გვირაბებისა და ხიდების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.

"კომპანიის ხელმძღვანელი შეგვხვდა, მოისმინა ჩვენი მოთხოვნები. გვითხრა, რომ არ იცოდა ჩვენი პრობლემების შესახებ. მოლაპარაკება შედგა,  ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ხელფასი 1 სექტემბრიდან გაიზრდება და დღეში 35 ლარი გახდება, ასევე პირობებიც გაუმჯობესდება, რაც მისაღებია და მუშაობა გაგრძელდება"-განაცხადა ზაალ კვინიკაძემ.

მისი თქმით, მათი შენიშვნების გამო კომპანიის ხელმძღვანელმა სამი ჩინელი თანამშრომელი გაათავისუფლა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი