|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევას "ჯორჯიან მანგანეზი" ეხმიანება

 ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა,  ჯორჯიან მანგანეზი  განცხადებას ავრცელებს. 
 კომპანიის ინფორმაციით,  65 წლის კაცი თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა.
 
"პარასკევს, 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა.
სარემონტო სამშენებლო საამქროს, მე-5 თანრიგის მემონტაჟე, 65 წლის ა. გ. თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა. დაშავებული მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ა. გ. რამდენიმე საათში საავადმყოფოში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენს ინტერესშია ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი.
"ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა