|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მოსახლეობა გაჭიანურებულ საგზაო სამუშაოებს აპროტესტებს

ზესტაფონში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთავარი ქუჩები ექვსი თვეა პარალიზებულია, რის გამოც უჭირთ საავადმყოფოში, ბაზარსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებამდე მისვლა.

მოსახლეობის აქციას "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა. ოპოზიცია ქალაქში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, ტენდერებში ახლობლების კომპანიებს ამარჯვებინებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ასრულებენ.

ცნობისთვის, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ზესტაფონში აღმაშენელის ქუჩის რეაბილიტაციის ვადები, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა