|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის გზაზე ტაქსი ამოყირავდა

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში "ოპელის" მარკის ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა