|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტოპ კიბოს ლიცენზიას"-ზესტაფონში საპროტესო აქცია გაიმართა

ზესტაფონში საპროტესო აქცია გაიმართა. "სტოპ კიბოს ლიცენზიას!",  "არ გვჯერა გამორთული სენსორის",  "დამარხეთ სიკვდილის გორები" ,  - ამ სლოგანით აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის“  ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და უმარავი დაავადების გამომწვევი მიზეზია.

აქციის მონაწილეები ქარხანაზე სპეციალური ფილტრების ჩართვას  და  24 საათიან მონიტორინგს მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

"ჯორჯიან მანგანეზში" განმატავენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ფილტრებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა,  რადგან ფილტრები გამართულად მუშაობს, ასევე მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა