|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟვანიას სკოლაში საჯარო მოხელეებს სერტიფიკატები გადასცეს

  სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში  საჯარო მოხელეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სკოლის დირექტორის მოადგილემ გოჩა ტუღუშმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, ამბროლაურის მერთან, გამგებელთან, ქუთაისის პირველ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად   საჯარო მოხელეებს სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა საჯარო მოხელეებმა „საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების“ პროგრამის ფარგლებში ერთთვიანი გადამზადება „ფინანსური მენეჯმენტისა და შიდა აუდიტის“  დარგობრივ კურსზე გაიარეს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „ფინანსური მენეჯმენტისა და შიდა აუდიტის“ ჯგუფის მსმენელებისთვის სწავლება 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

მოწვეულმა სტუმრებმა კურსდამთავრებულებს კვალიფიკაციის ამაღლება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  2005 წელს დაარსდა. სკოლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული  საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით და მათი საჯარო ადმინისტრირების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა