|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს შენიშვნები შემოსავლების ნაწილს ეხებოდა"

10 დეკემბერს მერიამ საკრებულოს განახლებული ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს.  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქელბაქიანი "ნიუპრესს" იმ შენიშვნებზე ესაუბრა, რომელიც საკრებულოს პროექტის პირვანდელ ვარიანტთან დაკავშირებით ჰქონდა.  მისი განცხადებით,  ძირითადი შენიშვნები სხვა შემოსავლების ნაწილს შეეხო. 
„ძირითადად შენიშვნები შეეხო სხვა შემოსავლების ნაწილს, სადაც თავდაპირველ პროექტში შემცირებული იყო ფინანსები შარშანდელთან შედარებით. სავარაუდოდ, უკვე ახალ ვარიანტში ჩვენი შენიშვნა გათვალისწინებული უნდა იყოს“.


 ქელბაქიანმა ასევე ფინანსური აქტივების კლების შესახებაც ისაუბრა. ამ კუთხით 2 მლნ ლარით ნაკლები თანხა დაფიქსირდა.

„ფინანსური აქტივების კლებაა ასევე  2 მლნ ლარით. აქაც ველოდებით, რომ გაზრდილი იქნება ეს პუნქტი.  როდესაც აღმასრულებელმა ბიუჯეტის პროექტი გაითხოვა, ერთ-ერთი მიზეზად  მითითებული იყო ის, რომ იგეგმება ეკონომიკის სამინისტროსგან 50 ჰა მიწის გადმოცემა. შესაბამისად, ეს გამოიწვევს  ამ ციფრის ზრდას. ჯერჯერობით არ მიგვიღია ბიუჯეტს განახლებული ვარიანტი, თუმცა მოლოდინი იმის გვაქვს, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული იქნება“-განაცხადა ლელა ქელბაქიანმა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე