|
  • EUR 1 = GEL 3.1127
  • USD 1 = GEL 2.8718
|

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს.

 12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

 აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

ავტორი: ნიუპრესი