|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა ქარმა ქუთაისი და იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

 ძლიერმა ქარმა  ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებს ზიანი მიაყენა. 

შსს საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის  იმერეთიდან  13 შეტყობინება, აქედან 7 ქუთაისიდან,  6 კი მხარის  მუნიციპალიტეტებიდან შევიდა.

"მიღებული შეტყობინებები ძლიერი ქარის გამო ხეების წაქცევის ფაქტებს უკავშირდება, ჩვენი სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ.  დაშავებული არავინაა", - განაცხადეს სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში. 

იმერეთში დილიდან  ძლიერი ქარი ქრის.

 

ფოტო: არქივი

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა