ზუგდიდში საუკეთესო მცხობელის ტიტული ზესტაფონელმა დიასახლისმა მიიღო
ზუგდიდში გამართულ ხაჭაპურის ფესტივალზე საუკეთესო მცხობელის ტიტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობისთვის ზესტაფონელმა დიასახლისმა ნელი ბოჭორიშვილმა მიიღო.
ხაჭაპურის ფესტივალი ზუგდიდში წელს პირველად გაიმართა. 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური გამოაცხო. ჟიურიმ გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციაში "ვიზიტორთა რჩეული" საუკეთესოდ ქუთაისის საცხობის „ოკო“ ხაჭაპურის მიიჩნიეს.
როგორც გამარჯვებულმა განაცხადა, ის ჩვეულებრივი დიასახლისია და გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო.
ფესტივალზე დაამზადეს რამდენიმე მეტრიანი ხაჭაპური და გებჟალიაც.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ფესტივალის მიზანი ქართული კერძის პოპულარიზაცია იყო.
ფოტო:რადიო ათინათი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა