|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ პატარაძე, სოზარ სუბარი და გოდერძი ჩანქსელიანი აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ(R)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში მცხოვრებ აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ.

ამომრჩევლებთან შეხვედრამდე მათ  ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა დაათვალიერეს და საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.  შეხვედრაზე კი,  მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

 როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, მთავრობის წამომადგენელი ყოველთვის ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე და სოფელ სამღერეთში ზურაბ პატარაძისა და სოზარ სუბარის სტუმრობაც ამის დადასტურებაა.

 
 
იხილეთ ვიდეო 
 
https://www.wetransfer.com/downloads/4eab45cbd85e220f5b9cb1817d92ba4b20161001082513/33ec63

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა