|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძველი "ახალი სახეები" "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში

პარტია ”ქართული ოცნების” ახალმა თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა წარადგინა, რომელიც პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა. 
პოლიტსაბჭოში ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. 
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ განახლებული გუნდში ერთობა იქნება და ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს  არჩევნებში.

"ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს”, - განაცხადა პარტიის ახალმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობაზე.

არსებული ინფორმაციით, პარტიის საარჩევნო სია ცნობილი ერთ კვირაში გახდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა