|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

ზვიად პატარიძე მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მან ფინალში  თურქ  ოსმან ილდირიმს 2:0 მოუგო.

ევროპის ჩემპიონატი თურქეთში იმართება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა  პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა. ნუგზარ წურწუმია 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში მასპინძელი თურქეთის წარმომადგენელს, ერკემ ოზთურქს 11:8 მოუგო. 

ლერი აბულაძემ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ლიტველ იუსტრას პეტრავიჩიუსი 7:4 დაამარცხა.

ამ შედეგით საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველებს სამი მედალი აქვთ და მეორე საჭიდაო დღეს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა