"დიდ ქალაქებში მოეწყო ბლოკპოსტები, სადაც მოწმდება ყველა შემსვლელი და გამომსვლელი"
დღიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები ამოქმედდა. იმერეთში სიტუაციას მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აკონტროლებს. მისი თქმით, იმერეთის ქალაქების ყველა შესასვლელებში მოწყობილია ბლოკპოსტები.
"როგორც იცით, საქართველოს დიდ ქალაქებში მოეწყო ბლოკპოსტები, სადაც მოწმდება ყველა შემსვლელი და გამომსვლელი. ასევეა დღეს ქუთაისში, ქალაქის ყველა შემოსასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია შს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების მიერ. მოწმდება ყველა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც შემოდის ქალაქში და გადაადგილდება, ავტომობილში მყოფების მიერ უნდა იყოს რეკომენდაციები დაცული - მაქსიმუმ სამი ადამიანი მძღოლის ჩათვლით, პირბადეებით. მოქალაქეები დღეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, ვიდრე ეს იყო წინა დღეების განმავლობაში. მოსახლეობა უფრო მობილიზებულია და უფრო მეტი მოქალაქეა სახლში დარჩენილი, რაც პირველ რიგში არის იმის პრევენცია, რომ ვირუსის გავრცელება ნაკლებად მოხდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში", -განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
შეგახსენებთ, ქუთაისის შემოსასვლელებში 9 ბლოკპოსტია გახსნილი.
ავტორი: ნიუპრესი