ანსამბლი “ორერა” 50 წლის საიუბილეო კონცერტს ქუთაისში მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 დეკემბერს გამართავს.
კონცერტზე შესრულდება ანსამბლის ცნობილი სიმღერები.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ანსამბლი “ორერა” საიუბილეო ტურნეს საქართველოს რეგიონებში და დიდ ქალაქებში გეგმავს.