ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლას დანგრევა ემუქრება

21 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 32

ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლას დანგრევა ემუქრება

სკოლა ახალგაზრდობის გამზირზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახლოს მდებარეობს.

ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლა უნდა დაინგრეს, – ეს ინფორმაცია მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში მიაწოდეს

როგორც მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, გადაწყვეტილების შესახებ მათ პარასკევს 18 სექტემბერს შეატყობინეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვებს რიონის დასახლებიდან სხვა უბანში, საფიჩხიაზე მოუწევთ მეორე ცვლაში სიარული, რაც ტრანსპორტირებასთან და სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული.

მშობლები თავიანთ უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ.

სწავლის დაწყებიდან სამ დღეში დემონტაჟის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს რამდენიმე სკოლასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

თეგები: განათლებადემონტაჟისკოლა