ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია მიმდინარეობს

13 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია მიმდინარეობს

ატესტაცია 31 თანამშრომელს უნდა გაევლო, თუმცა სპორტის ააიპის ერთი თანამშრომელი არ გამოცხადდა.

ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია–კონკურსი გრძელდება. დღეს ატესტაციას კულტურისა და სპორტის ააიპების ადმინისტრაციების თანამშრომლები გადიან. კონკურსი 10:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება.

სააკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გენადი კუჭუხიძის განცხადებით, ატესტაცია სულ 31 თანამშრომელს უნდა გაევლო, თუმცა სპორტის ააიპის ერთი თანამშრომელი არ გამოცხადდა.

შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თეგები: ატესტაცია ქუთაისის მერიის ააიპებში