სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა

9 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

იმერეთში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი აღსაზრდელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლი გაიმართა. საახალწლო სპექტაკლს ,,სათაგური” ბავშვებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე დაესწრნენ.

საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, დრამატულ თეატრში მიწვეული პატარებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა და 750–მდე ბავშვს საქართველოს პარლამენტისაგან საჩუქრები დაურიგდათ.

თეგები: ბავშვებიპარლამენტის საჩუქრები