ქუთაისის მერიის აიპებში ატესტაციის პროცესი გრძელდება. ააიპ სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებებში გაჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადებული კონკურსის II ტური 31 იანვარს, დღის 11 სთ-ზე ჩატარდება.
არსებული ინფორმაცით, ვაკანტურ ადგილებზე 546 განაცხადი შევიდა. აქედან საბუთების შერჩევის პროცესი მხოლოდ 155 კონკურსანტმა გაიარა. შესაბამისად, სპორტულ გაერთიანებაში არსებულ 11 ვაკანსიაზე მეორე ეტაპზე 79 კონკურსანტი გადავიდა. კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 9 ვაკანსიაზე კი 76 კონკურსანტი გააგრძელებს ბრძოლას.
ტესტირების პროცესი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. კომისიის თავმჯდომარე ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძეა.
რაც შეეხება გასაუბრებას, თარიღი 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი.