სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში მეოთხე დღეა, მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

17 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულში  მეოთხე დღეა, მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მეოთხე დღეა მაღაროელები მინდელის სახელობის შახტის წინ არიან შეკრებილები. გაფიცულები ხელფასების 20%-ით მომატებას და ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამჟამად ბიულეტენის 70%-ით ანაზღაურება ხდება.
დღეს მაღაროელთა ექვსკაციანი საინიციატივო ჯგუფი ადმინისტრაციაში შეხვედრაზე შევიდა და გაფიცულთა მოთხოვნები გააცნო. ადმინისტრაციამ მეშახტეებს განუცხადა, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და პასუხს რამდენიმე საათში შეატყობინებენ. ამ დროისთვის მეშახტეთა 6-კაციანი ჯგუფი ხელმეორედ არის შესული პასუხის მისაღებად.
მაღაროელთა გაფიცვის გამო, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

თეგები: აქციაგაფიცვამაღარო