საქართველოს ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე.
გზავნილების მხრივ ლიდერ პოზიციას რუსეთი ინარჩუნებს. თუმცა ეს მონაცემი 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი დოლარით, ანუ 39%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი – 1 დოლართან მიმართებაში, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, რაც ხაზს უსვამს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იტალიიდან გზავნილებმა121 -დან 109 მილიონამდე დაიკლო. ხოლო აშშ-დან ფულადი გზავლინების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. მკვეთრად იკლო საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, თითქმის განახვრდა 205 -მილიონიდან 117 -მდე ჩამოვიდა. 1%-ით არის გაზრდილი თურქეთიდან გამოგზავნილი თანხები და 69 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიოანი) განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი, ის თითქმის 40%-ს უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის.
კვლევა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადდა.
