სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელ ახალგაზრდებს ევროპაში სტაჟირების შანსი ეძლევათ

26 თებერვალი, 2016 • ნიუპრესი • 25

ქუთაისელ ახალგაზრდებს ევროპაში  სტაჟირების  შანსი ეძლევათ

პროექტის „ახალგაზრდები ევროპისათვის“ განხორციელება იწყება.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ქალაქ ქუთაისის მერიისა და ქალაქ სტრასბურგის მერიის თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას „ახალგაზრდები ევროპისათვის“. კონკურსის გავლის შემდგომ, 18-დან 25 წლამდე ქუთაისელ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი პროექტის ფარგლებში მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროპული ინსტიტუტების შესახებ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდული განყოფილების დაფინანსებით გაემგზავრონ ქალაქ სტრასბურგში.

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 6 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org , კონკურსისთვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

მეორე პროექტი 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს შანსს 9 თვიანი სტაჟირება გაიარონ ქალაქ სტრასბურგის მერიის საერთაშორისო საქმეთა სამსახურში. გამარჯვებულ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსდება საცხოვრებელი, მგზავრობისა და კვების ხარჯები.

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ СV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ldageorgia@aldaintranet.org ან davidmegrelishvili101@gmail.com.

აღნიშნული ინფორმაცია სტუდენტებს დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსმა და მერიის საგარეო ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გააცვნეს.

თეგები: კონკურსი / ანონსისტაჟირება უცხოეთში