ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ შუქნიშანზე ადაპტირებული ხმოვანი სიგნალი დამონტაჟდება, რისთვისაც მერიამ 2 596 ლარიანი ელექრონული ტენდერი გამოაცხადა.
მიმწოდებელი ვალდებულია ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, შუქნიშანზე ადაპტირებული ხმოვანი სიგნალის შეძენა-მონტაჟი განახორციელოს, ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის ვადაში.
აღნიშნული შუქნიშანით შშმ პირებს გზის გადაკვეთა გაუადვილდებათ.