კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისში 8 აპრილს, 15 საათზე, ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება.
მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღებენ.
საკონკურსო დავალება მოიცავს: ა. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით; ბ. მოცემული ხელნაწერი ტექსტის ასლის გაკეთება;
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, მერიის თეთრ დარბაზში.
კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.