სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იბრძოლებს თუ არა გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მანდატისათვის?

6 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 35

იბრძოლებს თუ არა გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მანდატისათვის?

„არათუ საარჩევნო ბარიერის გადალახვას, ბევრად უკეთესი შედეგის დადებას ვაპირებთ.“

„ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძვანელის, კახა დვალიშვილის განცხადებით, პარტია მზადაა არჩევნებში წარმატების მისაღწევად.

„არათუ საარჩევნო ბარიერის გადალახვას, ბევრად უკეთესი შედეგის დადებას ვაპირებთ“-განუცხადა დვალიშვილმა „ნიუპრესს.“

რაც შეეხება მოქმედ მაჟორიტარს, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს, დვალიშვილის განცხადებით, ის მეტად აღარ აპირებს მაჟორიტარობას, მითუმეტეს ქუთაისში.

რაც შეეხება თავად დვალიშვილს, მისი თქმით, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არა, მაგრამ თუ კი ის მიიღებს პარტიულ დავალებას, შეეცდება იბრძოლოს ქუთაისელთა მხარდაჭერის მოპოვებისათვის. მით უფრო, რომ ქუთაისს ერთის ნაცვლად, პარლამენტში სამი წარმომადგენელის ყოლის შესაძლებლობა მიეცა.

კახა დვალიშვილი ქუთაისის საკრებულოში იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობს.

თეგები: გუბაზ სანიკიძეკახა დვალიშვილიმაჟორიტარი