სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სარემონტო სამუშაოების გამო ქუთაისში გზები გადაიკეტება

8 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 34

სარემონტო სამუშაოების გამო ქუთაისში გზები გადაიკეტება

შეზღუდვები 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისში მიმდინარე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 8 აპრილის 18 საათიდან 12 აპრილის ჩათვლით ფალიაშვილის ნაწილისა და ბროსეს ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ნიუპორტის ქუჩისა და ხარების ეკლესიის გავლით.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ბროსესა და ფალიაშვილის ქუჩებზე გრანიტის ფილების დაგება მიმდინარეობს.

თეგები: გზაინფორმაციამერია