ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედომ” “სამტრედია” დაამარცხა

11 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის “ტორპედომ”  “სამტრედია” დაამარცხა

საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გრძელდება. ქუთაისის “ტორპედომ”, ამჯერად “სამტრედიას” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისში 10 აპრილს “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე შედგა.
ძლიერი ქარის გამო თამაში გართულდა, თუმცა საბოლოო ჯამში “ტორპედომ” მეტოქე დაამარცა.

პირველ ტაიმში უპირატესობა “სამტრედიას” ქონდა, ანგარიშით 0:1 . “ტორპედოელები” ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ და 42-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. შესვენების შემდეგ, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. “ტორპედომ” 82-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე დაუბრუნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “სამტრედიელები” საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატში მე-2 ადგილს ინარჩუნებენ, “ტორპედომ” კი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თეგები: სპორტიფეხბურთი