ახალ ინიციატივას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ქუთაისის მესხიშვილის თეატრი გამოეხმაურა. თეატრის ადმინისტრაცია მაყურებლებს კითხვით მიმართვს და იმ შედეგებზე საუბრობს, რაც თამბაქოს მოწევის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს.
“მეგობრებო ! 2010 წლის კანონის საფუძველზე, თამბაქოს რეგულაციასთან დაკავშირებით,დაწყებულია მოძრაობა შენობებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვის მოთხოვნით.
ჩვენი თეატრის მაყურებელს მოეხსენება,რომ სიგარეტის მოსაწევად გამოყოფილია სპეციალური ადგილები.
გვაინტერესებს თქვენი აზრი-თუ გაწუხებთ სიგარეტის კვამლი,ან სუნი თეატრში? მიიღებთ თუ არა პირობას,აიკრძალოს მოწევა და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ წამოწყებამ?”–წერს ადმინისტრაცია.