შაბათი, 19 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

18 სექტემბერი, 2026 • Newpress • 103

ქუთაისი ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

ქართული ინოვაციური პროექტები საერთაშორისო ასპარეზზე წარდგებიან, რაც სტარტაპებს ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას მისცემს.

საქართველო 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს პირველად ჩაატარებს. ღონისძიების დებიუტი იმერეთში შედგება. კონფერენციების ძირითად სივრცედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი განისაზღვრა.

ცენტრის სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს სივრცეებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი უკვე გაეცნო.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დაგეგმილი ფორუმი ქართული სატრაპებისთვის განვითარების, გლობალური კავშირების დამყარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში ფორუმის ჩატარება ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირების გაძლიერებას.
ცნობისთვის, რეგიონში უნიკალურ სასწავლო-შემეცნებით და ტექნოლოგიურ ცენტრს გახსნიდან ორ თვეში უკვე 20 000 მეტი ვიზიტორი ეწვია. მზარდი ინტერესის ფონზე ჰაბი მნიშვნელოვან ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება.

თეგები: ტექნოლოგიურ ჰაბიფორუმიქუთაისი