ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დავიცვათ გარემო პოლიეთილენისგან” – სტუდენტების აქცია

22 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 34

“დავიცვათ გარემო პოლიეთილენისგან” – სტუდენტების აქცია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა “დავიცვათ გარემო პოლიეთილენისგან” მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი “ინსტალატორების” კლუბია, რომლებმაც პოლიეთილენის ნივთებით სხვადასხვა ინსტალაციები მოაწყვეს. სტუდენტებმა ასევე ნარჩენებისგან სხვადასხვა აქსესუარები დაამზადეს და საზოგადოებას გააცნეს.

“ეს არის ერთგვარი მესიჯი იმისა, რომ გარემო პოლიეთილენისგან დავიცვათ. ჩვენ შევქმენით იერსახე იმისა, თუ რა უსიცოცხლოა გარემო პოლიეთილენით. გარემოს უნდა მოვუფრთხილდეთ და მოავუაროთ მას”, – აღნიშნა იდეის ორგანიზატორმა ვეფხია მხეიძემ.

თეგები: დედამიწის დღექუთაისიღონისძიება