ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართულმა ოცნებამ” წყალტუბოში კანდიდატურა წარადგინა

22 აპრილი, 2016 • ნიუპრესი • 1

“ქართულმა ოცნებამ” წყალტუბოში    კანდიდატურა წარადგინა

“ქართული ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე დღეს წყალტუბოში მურად ზაქარიაძის კანდიდატურა წარადგინა.

წყალტუბოში შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სოფელ წყალტუბოს მაჟორიტარი ილო აფხაძე გარდაიცვალა.

შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 22 მაისს გაიმართება. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დარწმუნებულია,რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებს.

კახა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია ”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

თეგები: ქართული ოცნებაწყალტუბო