სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება

25 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 118

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება

ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც 7 549 000 ლარი გამოიყო.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე კეთდება შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების სისტემები. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ”SMK” ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

“ტენდერის მიხედვით სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის მაისია. ვვარაუდობთ, რომ ქუჩა სრულად რეაბილიტირებული 2016 წლის ბოლოსთვის იქნება. შემსრულებელი კომპანია დაჩქარებული ტემპით და ხარისხიანად მუშაობს.ბოლო წლების მანძილზე ეს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია .“ აღნიშნა შოთა მურღულიამ. ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე ეწყობა ბორდიურები.

თეგები: ინფრასტრუქტურამერიარეაბილიტაცია