სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ორმაისობას, ტრადიციულად, სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

2 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 31

ორმაისობას, ტრადიციულად, სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

გვირილობის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები ხვალიდან დაიწყება.

ქუთაისის დღესასწაულის ფარგლებში ტრადიციულად სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცნობილი ქუთაისელების, ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლები გვირგვინებით შეამკეს.

მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელოვანი ქუთაისელების საფლავებს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიაგეს პატივი. ჩატარდა გარდაცვლილთა სულებისათვის პანაშვიდი.

საზეიმო ღონისძიებები კი გვირილობის ფარგლებში ხვალიდან დაიწყება და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 3 მაისს ქალაქში 30-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რასაც საღამოს ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი დაასრულებს.

თეგები: გვირილობასამი ოთარიშოთა მურღულია